| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პროკურატურამ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს დირექტორი და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე კომპანიის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ დააკავა.
საგამოძიებო უწყება ირწმუნება, რომ "სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირის გულგრილობის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება „ბაზრობა ნიუ მოლი“-ს სრული ფართობის ნაწილში და ჩაქრობა. შედეგად, ხანძარი გავრცელდა „ბაზრობა ნიუ მოლი“-ს მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, რამაც ხსენებული შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია".
ხანძრით დაზარალებულთა ნაწილი დირექტორთან ერთად სხვა პირების დაკავებასაც ითხოვს. მედიასთან აცხადებენ, რომ ხანძრის დამკვეთებმა და შემსრულებლებმა პასუხი უნდა აგონ.
მეორე ნაწილს კი, გიორგი მაჭავარიანის ბრალეულობის არ სჯერა და მიიჩნევს, რომ პროკურატურა ამ დაკავებით დაზრალებულებს ატყუებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss