| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სურსათში ტყვიის შემცველობაზე დარღვევები არ არის მასშტაბური და მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, მათ მიერ 2012 წლიდან ხორციელდება ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე კვლევები. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც მავნე სურსათის სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებას და განადგურებას გულისხმობს.
"2012-2017 წლებში ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და სასმელების 2687 ნიმუში საიდანაც ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში ( აღებული ნიმუშების 2,38 %).
აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობიდან ცხოველური წარმოშობის სურსათზე (ხორცი,კვერცხი რძის ნაწარმი)778 კვლევა ჩატარდა, საიდანაც დარღვევის 53 შემთხვევა 2015-2016 წლებში აღინიშნა. დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ტყვიის შემცველობაზე კვლევები ტარდება თაფლშიც სულ გამოკვლეულია თაფლის 80 ნიმუში (ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტი „ბიორ“-ში) სადაც არცერთი დარღვევა არ არის გამოვლენილი", - ნათქვამია განცხადებაში. .
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss