ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური IFIAR-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა
2 აგვისტო, 2017, 15:05
ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური IFIAR-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს აუდიტის დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ფორუმის (IFIAR) სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიენიჭა, რაც იძლევა გადაწყვეტილებების მიღებისას ხმის და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის უფლებებს.

აუდიტის დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ფორუმი 2006 წლის 15 სექტემბერს დაარსდა 18 იურისდიქციიდან წარმოდგენილი აუდიტის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს მიერ.

დაარსების დღიდან, IFIAR-ის წევრთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება და დღეისათვის იგი 52 იურისდიქციის ფარგლებში არსებულ საზედამხედველო ორგანოს აერთიანებს.

IFIAR-ი ორიენტირებულია შემდეგ საქმიანობებზე:

აუდიტის საბაზრო გარემოსა და აუდიტის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება აუდიტორებსა და აუდიტორულ ფირმებზე აქცენტირებით;

თანამშრომლობისა და თანამიმდევრულობის ხელშეწყობა საზედამხედველო საქმიანობაში;

აუდიტის ხარისხით დაინტერესებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგის გასამართად პლატფორმის უზრუნველყოფა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ IFIAR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე:  www.ifiar.org

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები