ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა
7 აგვისტო, 2017, 14:44

თბილისი (GBC) - ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" აქტიური ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით, 12 საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა ტრენინგები თემაზე - “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია“.

კვირეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან  მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.

კვირეულის მიზანი იყო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის საკითხებზე.

ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) როგორც  დანაშაულის ძირეულ საკითხებზე, თუ რა არის ტრეფიკინგი, რა სამართლებრივი თუ ინსტიტუციური მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს, როგორ უნდა დაიცვან თავი შრომითი თუ სექსუალური ექსპლუატაციისგან, ვის უნდა მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა იმართება, რომელიც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებულია.

კვირეული ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 30 ივლისს დაიწყო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები