ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დიმიტრი ქუმსიშვილი: თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან ორივე მხარისთვის უდიდეს შესაძლებლობებს ხსნის
14 აგვისტო, 2017, 15:31
დიმიტრი ქუმსიშვილი: თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან ორივე მხარისთვის უდიდეს შესაძლებლობებს ხსნის

თბილისი (GBC) - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ჩინეთთან ნაყოფიერი ურთიერთობების შესახებ აცხადებს.

დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რაც იყო ალბათ ერთ-ერთი უდიდესი გადადგმული ნაბიჯი როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით. ის უდიდეს შესაძლებლობებს ხსნის ორივე მხარისათვის“.

ურთიერთობების შესახებ ქუმსიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე ისაუბრა და ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ  ჩინეთი საქართველოს  რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორია. კერძოდ, ჩინეთთან საქართველოს ბრუნვა 2016 წელს იყო 715 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 167 მილიონი დოლარი იყო ექსპორტი.

„ჩვენ წელსაც გვაქვს კარგი ზრდა როგორც იმპორტში, ასევე ექსპორტში. მთლიანად პირველ 6 თვეში ჩვენ გვქონდა 18 პროცენტიანი ზრდა, საიდანაც 34 პროცენტიანი ზრდა ექსპორტზე მოდის. თუმცა ეს არის რიცხვები და ამ რიცხვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ბიზნესს და სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარში მონაწილეობა მიიღო ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ლი იხუანმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები