ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ბაქო-თბილისი-ბაქოს ავიარესებს AZAL-ის ნაცვლად Buta Airways შეასრულებს
15 აგვისტო, 2017, 13:46
 ბაქო-თბილისი-ბაქოს ავიარესებს AZAL-ის ნაცვლად Buta Airways შეასრულებს

თბილისი (GBC) - 1 სექტემბრიდან, ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას "აზერბაიჯანის ავიახაზების" ("AZAL") ნაცვლად, ამავე ავიაკომპანიის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდველი Buta Airways იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თავდაპირველად ავიაკომპანიების ჩანაცვლება 4 სიხშირეზე მოხდება, ხოლო 29 ოქტომბრიდან, ყველა რეისს აღნიშნულ მიმართულებაზე Buta Airways-ი შესრულებს.

 სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბერი - 24 მარტი) საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის ავიამიმოსვლა გაზრდილი სიხშირით განხორციელდება.

ფრენები არსებული 10 სიხშირის ნაცვლად, კვირაში 14 სიხშირით (დღეში ორჯერ) Embraer E190 / E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

Buta Airways  წარმოადგენს ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების" (AZAL) სტრუქტურის ქვეშ შექმნილ ავიაკომპანიას, რომელიც დაფუძნებულია დაბალტარიფიან (Low Cost) მოდელზე და სამგზავრო საავიაციო მიმოსვლის დაწყებას 1 სექტემბრიდან გეგმავს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები