| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "ცენტრ პოინტის“ შეჩერებული მშენებლობები, შესაძლოა, სამშენებლო კომპანია m2-მა დაასრულოს.
გურამ რჩეულიშვილმა პირველ არხს დაუდასტურა, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს სწორედ m2-ია. შესაძლოა სწორედ m2-მა იყიდოს კომპანია.
მისი თქმით, „ცენტრ პოინტმა" რამდენიმე მსხვილ სამშენებლო კომპანიას მიმართა, რომელთაგან დაინტერესება m2-მა გამოთქვა. როგორც რჩეულიშვილი ამბობს, ამჟამად კომპანია მოკვლევას აწარმოებს.
„დაახლოებით 1 თვის წინ m2 დაინტერესდა. ცენტრ პოინტის აქტივები კომერციულად ნამდვილად არის საინტერესო. საჭიროა ისეთი კომპანია, რომელსაც გააჩნია მსხვილი ფინანსები. იყო რამდენიმე კომპანია, მათ შორის უკრაინულიც.
ამჟამად გეტყვით, რომ m2-მა გამოთქვა ინტერესი, განაგრძოს მშენებლობები. ახლა სწავლობენ იურიდიულ და ფინანსურ დეტალებს. თუკი შევთანხმდით, ჩვენ ჩვენი მოთხოვნებიც გვაქვს - შესრულდეს ნაკისრი ვალდებულებები და, ბუნებრივია, შედგეს საპროცესო შეთანხმება.
გვაქვს სურვილი, რომ მშენებლობები სწორედ ამ კომპანიამ განაგრძოს“ - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss