ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი: თურქული ვერტმფრენები უკვე ბათუმშია
ნინო შუბითიძე
22 აგვისტო, 2017, 14:03
პრემიერი: თურქული ვერტმფრენები უკვე ბათუმშია

თბილისი (GBC) - საქართველო ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებას მეზობელი ქვეყნებიდან მიიღებს. 

ბორჯომის ხეობაში  ხანძრის  ლოკალიზატორი 2  შვეულმფრენი თურქეთიდან უკვე ჩამოვიდა. პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ   ორივე უკვე ბათუმშია.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოცულობითი სახანძრო თვითმფრინავიც გამოყო, რომელიც ქვეყნის საზღვრებში დღის ბოლოს  აღმოჩნდება.

პრემირის ინფორმაციით, გზაშია სომხეთის და აზერბაიჯანის  ეკიპაჟები.  რუსეთმაც გამოთქვა მზადყოფნა, თუმცა როგორც პრემიერმა თქვა,  მის გარეშეც "აუვალთ"

სოფელ  ყვიბისთან ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. პირველი დახმარება აზერბაიჯანისგან მივიღეთ.

პრემიერის ინფორმაციით,   21 აგვისტოსთვის განეიტრალებული ხანძარი, საღამოს ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა კვლავ გააღვივა და ლოკალიზების ოპერატიულობა ბინებრივ პირობებზეაც არის დამოკიდებული. 

სტიქიის ზონაში დარი იქნება თუ ავდარი სინოპტიკოსებს  რამდენიმე საათში ეცოდინებათ. ექსპერტები ტყის ხანძრების სპეციფიკურობაზე, მათ შორის მიწისქვეშა ხანძრარზე საუბრობენ. ტყის მასივების დამახასიათებელ რთულ გარემოებებზე, გარემოს ექს-მინისტრი  ნინო ჩხობაძე აცხადებს.

ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა. 

გაიჭრა 3 კილომეტრიანი გზა არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თორთის მთამდე, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება.

სამუშაოებს ქარი ართულებს, რაც ცეცხლის გადატანას და ახალი კერების გაჩენას იწვევს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები