| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – “თიბისი კაპიტალი” ტოპ -მენეჯერებმა ავთანდილ გიგინეიშვილმა და ლევან შანიძემ დატოვეს.
ისინი მმართველი დირექტორების პოზიციებს გასული წლის დასაწყისად იკავებდნენ და "თიბისი ბანკის" საინვესტიციო საბანკო მიმართულებას უძღვებოდნენ, რომელიც ბაზარს სთავაზობს კორპორატიულ კონსულტაციებს, კვლევებსა და საბროკერო მომსახურებას.
რატომ დატოვეს პოსტები გიგინეიშვილმა და შანიძემ კომპანიაში არ აკონკრეტებენ. ამბობენ, რომ მათი შემცვლელები 1 კვირაში დასახელდება.
ავთანდილ გიგინეიშვილი თიბისიში ლონდონიდან, Jefferies International-ის მმართველი დირექტორობიდან მოვიდა. ის წლების განმავლობაში წარმოადგენდა ევროპისა და აშშ-ის ინსტიტუციური და საცალო სეგმენტის კლიენტების $3 მილიარდიან აქტივების მმართველ გუნდს, არის საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც.
Silverhorn Investment Advisors-ის მმართველი დირექტორი ლევან შანიძე წამყვან მაკროფონდს მართავდა ჰონგ-კონგში. მუშაობდა წამყვან კომპანიებში Nomura, Lehman Brothers, JP Morgan და Jardine Flemings-ი (კერძო კაპიტალის დერივატივების ბიზნესის შექმნა, ინდოეთის კაპიტალის ბაზრებით ვაჭრობის ხელმძღვანელობა, კერძო კაპიტალით ვაჭრობა საერთაშორისო ბაზრებზე).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss