| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებზე თანხმობას აცხადებს.
მარეგულირებლის შესაბამისი წერილი "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა 7 სექტემბერს მიიღო.
სებ-ი წარდგენილი დოკუმენტაციის გაანალიზების შემდეგ, თანხმობას აცხადებს ბანკის საბჭოში შევიდნენ ირაკლი რუხაძე, გიორგი კალანდარიშვილი და დავით შონია.
მათ საბჭოში შესვლას მხარი აგვისტოში დაუჭირეს აქციონერებმა. ბანკის წილის გაყიდვაზე დოკუმენტაციის შესწავლაც სებ-მა ზაფხულშივე დაიწყო.
"ლიბერთის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების რეგისტრაციაც დაწყებულია. 3 პირის შესვლით ბანკის სამეთვალყურეო საბჭო 8 წევრამდე იზრდება, საჯარო რეესტრში მიუთითეს, რომ წესდებით საბჭოში არაუმეტეს 7 წევრი უნდა იყოს, რის გამოც სარეგისტრაციო ცვლილებები შეჩერდა და ბანკს 30 დღე მიეცა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
ხარვეზის არსებობას არ ეთანხმება ლიბერთის მენეჯმენტი, რომელმაც დამატებითი დოკუმენტაცია უკვე წარადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss