ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რეფორმები და მაკროეკონომიკა - პრემიერმა სსფ-ს წარმომადგენელს უმასპინძლა
11 სექტემბერი, 2017, 13:33
რეფორმები და მაკროეკონომიკა - პრემიერმა სსფ-ს წარმომადგენელს უმასპინძლა

თბილისი (GBC) - საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება სავალუტო ფონდის  ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განიხილა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,  ჯიჰად აზურთან შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა.

ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ქვეყნის სოციალურ განვითარებას ისახავს მიზნად. ყურადღება დაეთმო ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმაზე. აღინიშნა, რომ საპენსიო რეფორმა, გეგმის მიხედვით, 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება, ამჟამად კი მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ხორციელდება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური უზრუნველყოფა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები