ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თუშეთის ინტერნეტიზაციის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ბენეფიციარებისთვის ვაუჩერები გაიცა
13 სექტემბერი, 2017, 15:06

თბილისი (GBC) - თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში, სადაც თუშეთის განვითარების ფონდისა   და საერთაშორისო ორგანიზაცია ISOC-ის მხარდაჭერით  ინტერნეტი ამოქმედდა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პოტენციურ ბენეფიციარებს  სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა და მათ  150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები გადასცა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და მათი ტექნიკური აღჭურვა. 

„გვყავს 29 ბენეფიციარი, რომლებმაც მიიღეს 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები და დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ საკუთარ ბიზნესში ინტერნეტის ჩართულობა. მათ  ასევე მიიღეს  გარკვეული ცოდნა, რომ შეძლონ დაკავშირება საერთაშორისო ქსელებთან და მიიღონ დამატებითი ტურისტები ადგილობრივ სასტუმროებში“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

თუშეთში ამ ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა და მონიშნულია სატრანზიტო წერტილები:  სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია „ფრინეტი,“ კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები