ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოდან მოპოვება/განაწილების ხელშეკრულება გაგრძელდა
14 სექტემბერი, 2017, 11:57
აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოდან მოპოვება/განაწილების ხელშეკრულება გაგრძელდა

თბილისი (GBC) - კასპიის ზღვაში არსებული აზერბაიჯანული საბადოდან "აზერი-ჩირაგ-გიუნეშლი" პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ”  ხელშეკრულება გაგრძელდა. 

ცერემონიას დაესწრო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიც. მან  ილჰამ ალიევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სპეციალური მისალოცი მიმართვა გადასცა

„პირველ რიგში, აზერბაიჯანთან, როგორც ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში, მე ხაზს გავუსვამდი განხორციელებულ წარმატებულ სატრანზიტო პროექტებს - „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „სამხრეთ კავკასიური მილსადენი“ და „ბაქო-თბილისი სუფსის“ მილსადენები, რომლებიც ემსახურებიან კასპიის რეგიონის ნახშირწყალბადი რესურსების დასავლეთით ტრანსპორტირებას. აღნიშნული პროექტები ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის, ნდობისა და პარტნიორობის შედეგია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება „აზერის“, „ჩირაღისა“ და „გუნეშლის“ საბადოებიდან „ხმელთაშუა ზღვისკენ“ „ბაქო-თბილისი -ჯეიჰანისა“ და საქართველოში სუფსამდე „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ამ საბადოებთან დაკავშირებული ნებისმიერი პროგრესი პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე„ - განაცხადა ღონისძიებაზე ილია ელოშვილმა.

შეგახსენებთ, ეს შეთანხმება აზერბაიჯანში 1994 წლის 20 სექტემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და მსოფლიოს 9 ქვეყნის წარმომადგენელ 11 მსხვილ ნავთობკომპანიას შორის გაფორმდა და "საუკუნის კონტრაქტის“ სახელი ეწოდა. ის წარმოადგენს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნავთობის ახალი სტრატეგიისა და დოქტრინის დასაწყისს.

პროექტის მონაწილეები არიან ბრიტანული კომპანია BP, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR, ამერიკული კომპანია Chevron, ExxonMobil, Devon Energy და Amerada Hess, იაპონური Inрex Corр და ITOCHU Oil, ნორვეგიული Statoil და თურქული TPAO.

სწორედ აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ორი საექსპორტო ნავთობსადენის პროექტი - ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები