ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დანაშაულის პრევენციის ცენტრის აჭარის რეგიონის მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ
14 სექტემბერი, 2017, 12:22

თბილისი (GBC) - „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“  დირექტორი თათია ხოჭოლავა აჭარის რეგიონის მოხალისეებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა.

უწყების ცნობით, შეხვედრა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება. ბათუმში სერტიფიკატი 50-მდე მოხალისეს გადაეცა. როგორც თათია ხოჭოლავამ განაცხადა, დღეიდან ყველა იუსტიციის სახლის მოხალისე სერტიფიკატს ეტაპობრივად მიიღებს. „მოხალისე“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და სსიპ „იუსტიციის სახლის“   ერთობლივი პროგრამაა, რომელიც იუსტიციის სახლებში 2014 წლიდან მიმდინარეობს. 2017 წელს პროგრამაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 617 ახალგაზრდა  ჩაერთო.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს 14-21 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებაში მოხალისეობრივ საწყისებზე ეხმარებიან.  თავდაპირველად ახალგაზრდებს უტარდებათ იუსტიციის სახლის მომსახურებებისა და სერვისების შესახებ ტრენინგი, ეცნობიან მოხალისეების უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც ერთი თვის განმავლობაში ყოველკვირეულად მოხალისეობრივ საქმიანობაში ერთვებიან.

2014-2017 წლებში პროგრამაში 2 ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება,   მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.     

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები