ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გუკა რჩეულიშვილი: ცენტრ პოინტის შესყიდვით დიდი ჯგუფებია დაინტერესებული
14 სექტემბერი, 2017, 12:31
გუკა რჩეულიშვილი: ცენტრ პოინტის შესყიდვით დიდი ჯგუფებია დაინტერესებული

თბილისი (GBC) -  "ცენტრ პოინტის" მფლობელები კომპანიის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ, - ამის შესახებ კომპანიის  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მედიას განუცხადა. 

რომელ კომპანიებთან მიდის მოლაპარაკებები გუკა რჩეულიშვილს ამჯერად აღარ დაუსახელებია, თქვა, რომ მყიდველი დეველოპერის ყველა ვალდებულებას გადაიბარებს და  დაზარალებულებს მყარ გარანტიას მისცემს.

“ჩვენთვის და ამ მომენტში ჩართული ყველა მხარისთვის მთავარია, რომ ვალდებულებები დასრულდეს. თუ რომელი კომპანიაა დაინტერესებული, ამაზე ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ამ საკითხზე თუ უნდათ თვითონ კომპანიებმა ისაუბრონ. ჩემი მხრიდან არასწორი გამოდის საუბარი. შესყიდვით საკმაოდ დიდი ჯგუფებია დაინტერესებული", - განაცხადა რჩეულიშვილმა და აღნიშნა, რომ მყიდველებისგან საბოლოო პასუხს ელის. 

"ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორი კი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას არ განიხილავს, რადგან  ჯერჯერობით მშენებლობა არ დაწყებულა და მენაშენეებს პრეტენზია აქვთ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები