| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ეხმაურება პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც PosTV-იმ ჩაატარა და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს ამ საკითხით.
ასოციაციას მიაჩნია, რომ აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება და ამომწურავი პასუხი გაეცეს ფონდის საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებულ კითხვებს, აღნიშნავს, რომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კრიტიკულად აუცილებელია, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა მილიონობით ლარი, რომელსაც ქართული საზოგადოება, წლების განმავლობაში, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდ „იავნანას“ და მის დამფუძნებელსა პაატა ბურჭულაძეს ანდობდა.
ასოციაცია დარწმუნებულია, რომ ამ საქმეზე, მიუკერძოებელი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება საკუთრივ ფონდი “იავნანას” და მისი ხელმძღვანელის ინტერესებში უნდა შედიოდეს.
"ახალგაზრდა ფინასნსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისათვის” უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ „იავნანასთან“ დაკავშირებული სკანდალის ფონზე, არ მოხდეს საქართველოში ქველმოქმედების იდეის დისკრედიტაცია. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა საქველმოქმედო ფონდს და ფილანტროპიით დაკავებულ ყველა კორპორაციას, უმოკლეს ვადებში წარმოადგინონ დეტალური და გამჭვირვალე ანგარიში მათი საქველმოქმედო საქმიანობის თაობაზე. ამასთან ერთად, უახლოეს მომავალში ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს ამ ტიპის გამჭვირვალობის ვალდებულების საკანონმდებლო რეგულაციების შექმნის მიზანშეწონილობაზე”, - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss