ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
KAR.GE: პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმის 54-ივე ადგილი შევსებულია
ნინო შუბითიძე
14 სექტემბერი, 2017, 16:29
KAR.GE: პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმის 54-ივე ადგილი შევსებულია

თბილისი (GBC) – “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი” გრანდიოზული ფორუმისთვის მზად არის.

პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმის სულიჩამდგმელის KAR.GE -ის დამფუძნებლის ინფორმაციით,  საგამოფენო სივრცე გადავსებულია, მონაწილე არაერთი ქვეყნიდან ჩამოვა - აშშ-დან დაწყებული, სამხრეთ კორეით დამთავრებული.

ტარიელ ზივზივაძის განცხადებით, სულ 54 ადგილია, თუმცა  შემჭიდროებაც შესაძლებელია, თუ  მონაწილეობის მსურველი ძალიან მოინდომებს.  ვინც  არ მოინდომა, მათ, ორგანიზატორის თქმით, სანანებელი გაუხდება. ექსპოში მონაწილეთა  რეგისტრაცია 15 სექტემბერს სრულდება.

„იყიდე ქართული“ – ფორუმისადმი  დიდი ინტერესი და აქტივობა  კომპლექსური შეთავაზების  მიღების შესაძლებლობით არის განპირობებული.

მომსახურების მოქნილი პაკეტი ( გამოსვლა, პანელური დისკუსია, ქართული ხარისხიანი ნაწარმის ექსპო & დეგუსტაცია, B2B შეხვედრა ...)    არჩეული პროდუქტის მიხედვით  დგება და მონაწილებისთვის  ფასი ₾500 -დან განისაზღვრება.

„ფორუმი - „იყიდე ქართული“ ერთ სივრცეში შეკრებს მწარმოებლებს, საცალო & საბითუმო სავაჭრო ცენტრებს / ქსელებს / მაღაზიებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს, დისტრიბუტორებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, საბითუმო ბაზრობებს, სატრანსპორტო / საფოსტო / კურიერულ კომპანიებს, სერტიფიცირების მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, უცხოეთიდან ჩამოსულ ექსპორტიორებს & buyer-ებს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ემიგრანტებსა და დიასპორული ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს საქართველოში, უცხოურ სავაჭრო პალატებს, სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს / პროექტებს, ქართულ ბიზნეს გაერთიანებებს, ბიზნეს მედიას, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს, სულ 300+ ადამიანს ,3 მიზნით:

1)საექსპორტო საქმიანობის გააქტიურება, მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შორის კავშირების დამყარება და გარიგებების გაფორმების ხელშეწყობა; 2) შიდა ბაზარზე ქართული წარმოების ხარისხიანი ნაწარმის სავაჭრო ქსელებში, სასტუმროებში, რესტორნებში & კაფეებში შეტანის, დისტრიბუციის, ლოგისტიკის, გაყიდვების, მარკეტინგის და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიანად დაძვრა; 3) მაღალი კლასის  ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიების დაფუძნება, რომელიც საკვანძო როლს შეასრულებს ხარისხიანი ქართული ნაწარმის შიდა ბაზარზე და ექსპორტზე გაყიდვების ზრდის საქმეში“, -  აღნიშნულია KAR.GE -ის  ანონსში.

ფორუმი 10 ოქტომბერს გაიხსება და იმავე დღეს დაიხურება.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://kar.ge/buygeorgian/ 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები