ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასთან თანხვედრაშია
15 სექტემბერი, 2017, 13:54
ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასთან თანხვედრაშია

თბილისი (GBC) - „მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და პროგრამები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასთან. საქართველოს მთავრობის სურვილია გაამტკიცოს მსოფლიო ბანკთან არსებული თანამშრომლობა და კვლავ გააძლიეროს მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა,  მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე.

მისი განცხადებით, საქართველოში მსოფლიო ბანკის ყველაზე ცნობადი პროექტია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომლის მშენებლობაც დღესაც სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

მან ასევე დაასახელა ისეთი პროექტები, როგორიცაა „საქართველოს მასშტაბით შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივ გზების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; რეგიონული განვითარების მხრივ რეაბილიტირებული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ისტორიული უბანი, მასთან მისასვლელი გზები და მიმდებარე ტერიტორია; განხორციელდა კერძო სექტორის ხელშეწყობა ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სექტორში, როგორც კახეთის ისე იმერეთის მასშტაბით. ანალოგიური პროექტი ასევე მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში.“

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ასევე ხორციელდება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ახალციხიდან ბათუმამდე, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ბანკის მიერ დაფინანსებულ ინოვაციურ პროექტზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში ინოვაციური ჰაბებისა და ცენტრების ქსელის განვითარებას, საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების/საოჯახო მეურნეობების მიერ ფართო მასშტაბიანი ინტერნეტ მომსახურებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადაპტაციისა და გამოყენების მხარდაჭერას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები