ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სავაჭრო -სამრეწველო პალატა განცხადებას ავრცელებს
17 სექტემბერი, 2017, 15:25
სავაჭრო -სამრეწველო პალატა განცხადებას ავრცელებს

თბილისი (GBC) - ბერლინში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ ინფორმაციის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა განცხადებას ავრცელებს: 

"გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას ბერლინში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.

პირველ რიგში  გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, იმ საზღვრებში, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების მიერ და მისი ხელშეუხებლობა დადასტურებულია  საქართველოს კონსტიტუციით, კანონის შესაბამისად მოქმედებს მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. კანონით სწორედ ჩვენი პალატის შემადგენლობაში შედის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე  საქართველოს იურისდიქციის  აღდგენამდე განთავსებულია თბილისში.

შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არაღიარებული უწყების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის არალეგიტიმური. სრულად ვიზიარებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ამ საკითხზე და ვადასტურებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გერმანელი პარტნიორები აღიარებენ და პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ კერძო პირების ინიციატივა იყო.

ასევე, გვინდა დავამატოთ, რომ ე.წ. „აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომ ისინი არიან პალატების სხვადასხვა საერთაშორისო გაერთიანებების წევრები. მოგახსენებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ის გაერთიანებები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან მათ ვებ-გვერდზე  უარს ამბობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ არალეგიტიმურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები