ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო წარმოებაში სისტემურ ცვლილებებს გეგმავს
18 სექტემბერი, 2017, 13:41
იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო წარმოებაში სისტემურ ცვლილებებს გეგმავს

თბილისი (GBC) - როგორ შეიქმნას თანამედროვე სააღსრულებო სისტემა, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური და ევროპულ სტანდარტებზე კიდევ მეტად მორგებული იქნება − ამ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებსა და აღსრულების პოლიციელებთან გამართა.

თეა წულუკიანმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებსა და აღსრულების პოლიციელებს ახალი სააღსრულებო კოდექსის ნოვაციები გააცნო.

მინისტრის განცხადებით, დროა, საქართველოს სააღსრულებო პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწოს და ის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს კიდევ მეტად მოერგოს.

იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უკვე ერთ წელზე მეტია, ახალ სააღსრულებო კოდექსზე მუშაობს.

კოდექსით დარეგულირდება სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები და სააღსრულებო მოქმედება; სახელმწიფო და კერძო აღმასრულებლის საქმიანობა და ყველა ის სააღსრულებო საკითხი, რომლებიც დღეს მოქმედი კანონით არ რეგულირდება.

სააღსრულებო კოდექსზე მომუშავე ჯგუფი ახალ პროექტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს და ის შემდგომი საჯარო განხილვებისთვის საზოგადოებასა და დაინტერესებულ პროფესიულ ჯგუფებს წარედგინება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრთან სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და მიხეილ სარჯველაძე; აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია და აღმასრულებლები და აღსრულების პოლიციელები ყველა ტერიტორიული ბიუროდან საქართველოს მასშტაბით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები