ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
18 სექტემბერი, 2017, 16:56
ირაკლი კოვზანაძე სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

თბილისი (GBC) – საქართველოში არსებული ფისკალური დისციპლინის ეფექტურობა, საჯარო ფინანსების აღრიცხვა, ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ფისკალური კანონმდებლობის დაცვაში და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს პარლამენტში, სადაც  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ  სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს ტორბენ ჰანსენს და მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეკონომიკური თავისუფლების აქტით გათვალისწინებული წესების პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობები და  ის შედეგები, რომელიც  მოსალოდნელია ფაქტიურ მაჩვენებლებში გადახრის შემთხვევაში დადგეს.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის  მნიშვნელოვანია IMF-ის ტექნიკური დახმარების მისიასთან თანამშრომლობა და იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც მისიამ ფისკალური დისციპლინის გასაძლიერებლად შეიმუშავებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები