ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის წევრებს შეხვდა
19 სექტემბერი, 2017, 15:50
დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის წევრებს შეხვდა

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ ექსპერტს ლუსილა მაკლოჰანსა და ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. 

 სავალუტო ფონდის ფისკალური ურთიერთობების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის პროექტი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება. პროექტი სამწლიანია და ითვალისწინებს სამსახურის გაძლიერებას რამდენიმე მიმართულებით.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აქცენტი იმ საკითხებზე გაკეთდა, სადაც უფრო სჭირდება დახმარება შემოსავლების სამსახურს. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოში გაგრძელდება საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი, რათა უფრო გაძლიერდეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინსტიტუციონალურად და გაუმჯობესდეს მისი მომსახურება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები