ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ენერგეტიკის მინისტრი ინვესტორებთან შეხვედრებს მართავს
19 სექტემბერი, 2017, 16:01
ენერგეტიკის მინისტრი ინვესტორებთან შეხვედრებს მართავს

თბილისი (GBC) - ენერგოსექტორში შემცირებული ინვესტიციების  ფონზე, ენერგეტიკის მინისტრი ინვესტორებთან შეხვედრებს მართავს. 

ილია ელოშვილი კომპანიების- Mont Blanc Capital Management Asia limited, China Hyway Group Limited და NYJJ Invetment Limited -ის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა სტუმრებს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო პოტენციალი და მიმდინარე პროექტები გააცნო.

კიდევ ერთი შეხვედრა მინისტრმა Tata Power- ის აღმასრულებელ დირექტორთან ანილ სარდანასთან გამართა.

შეხვედრას კომპანია ,,Tata Power”-ის და კომპანია ,,Clean Energy”-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეგახსენებთ, Tata Power-ი, ნორვეგიული კომპანია Clean Energy–ის და  საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ისთან ერთად,  საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტ „შუახევიჰესის“ პროექტის მონაწილეა. 

ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ ამერიკულ დოლარს. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 730 საქართველოს მოქალაქე. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები