ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სამანიშვილი: წელს პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, სუბსიდირების გარეშე ჩატარებულიყო რთველი
20 სექტემბერი, 2017, 11:33
სამანიშვილი: წელს პირველად მოგვეცა შესაძლებლობა,  სუბსიდირების გარეშე ჩატარებულიყო რთველი

თბილისი (GBC) - კახეთში 60 ათასი ტონა ყურძენი უკვე ჩაბარებულია, ფერმერთა შემოსავალმა კი, 72 მლნ ლარს მიაღწია. 

„2017 წლის რთველი არის იმის მაგალითი, რომ მომავალ წლებშიც რთველი ჯანსაღი პროცესებით და წარმატებით წარიმართება. წელს პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ კახეთში სუბსიდირების გარეშე ჩატარებულიყო რთველი, რადგან გაზრდილია მოთხოვნილება ქართულ ღვინოზე და ექსპორტი იზრდება", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვლმა.

20 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ყურძნიდან 26 ათასი ტონა რქაწითელია, 30 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 100-მდე ღვინის კომპანია. სულ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 186 ღვინის კომპანია.
დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 5 ათას ტონას აღწევს.

როგორც Reginfo იტყობინება კახეთში საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 1.50-დან 2.30 ლარამდე მერყეობს.  ქინძმარაულის მიკროზონაში 2.2- 2.3 ლარი ღირს, ახაშენსა და მუკუზანში, მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ფასი -1.80 ლარია, ჩვეულებრივი საფერავი კი 1.70 ლარი ღირს. რქაწითელს (სასპირტე) 70 თეთრი, საღვინე 75 -85 თეთრი, კახურ მწვანე - 1.30 ლარი. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები