ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანაკლია სითი სამხრეთ კორეულ ინჩონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან მემორანდუმს გააფორმებს
20 სექტემბერი, 2017, 17:09
ანაკლია სითი  სამხრეთ კორეულ ინჩონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან მემორანდუმს გააფორმებს

თბილისი (GBC) - „ანაკლია სითის“ დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი და კომპანიის წარმომადგენლები  20-23 სექტემბერს სამხრეთ კორეას ეწვევიან.

კომპანიის ცნობით, „ანაკლია სითის“ წარმომადგენლები ინჩონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ესტუმრებაინ, მათ გამოცდილებას გაეცნობიან და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

ვიზიტის ფარგლებში, სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს მეშვეობით  დაგეგმილია ათამდე მნიშვნელოვანი ბიზნესშეხვედრა სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის „სამსუნგ ელექტრონიქსთან“,  „პანტოს ლოჯისტიკსთან“, „ჰიუნდაისთან“. 

სეულში ასევე შედგება შეხვედრა კორეის განვითარების ბანკთან, რომელიც სამხრეთ კორეაში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ, დიმიტრი ქუმსიშვილის 15-17 ივნისს, კორეის რესპუბლიკის კუნძულ ჯეჯუზე გამართული აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მმართველთა საბჭოს მე-2 ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა. 

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის ინჩონის თავისუფალი ეკონომიკური ზონა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მოწინავეა. 13 000 ჰექტარზე გაშენებულმა ინჩონის ზონამ განვითარება 2003 წელს დაიწყო და მისი ყველა ეტაპის დასრულება 2020 წელს იგეგმება.

ინჩონში მსოფლიოს წამყვანი მულტინაციონალური კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ, მათ შორის: ბიოტექნოლოგიების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინდუსტრიული მიმართულებებით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები