ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ლოუსონი: ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ჰქონდეს, რაც დღეს საქართველოშია
21 სექტემბერი, 2017, 16:28
ლოუსონი: ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ჰქონდეს, რაც დღეს საქართველოშია

თბილისი (GBC) - „დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა“ - ამის შესახებ  ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის ერთ-ერთ ავტორმა, რობერტ ლოუსონმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 „ჩვენ განვიხილეთ 2005 წლიდან დღემდე საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები  და ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი, რომელსაც ჩვენ აშშ-ში ვანიჭებთ. ვინაიდან საქართველოში იმაზე მეტი რეფორმა განახორციელდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა. დარწმუნებული ვარ, ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ქონდეს, რაც დღეს საქართველოშია“ - აღნიშნა ლოუსონმა.

რობერტ ლოუსონი საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფება. პირველი შეხვედრა მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციისა და  „ახალი ეკონომიკური სკოლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები