ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუმსიშვილი:საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესი ნათლად ჩანს საერთაშორისო კვლევების შედეგებში
21 სექტემბერი, 2017, 17:15
ქუმსიშვილი:საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესი ნათლად ჩანს საერთაშორისო კვლევების შედეგებში

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის გატარების დახმარებისთვის ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა.  

 

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესის ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაციაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა  პროგრესზე გააკეთა აქცენტი, აღნიშნა, რომ  ბოლო ათწლეულში საქართველოში ძირეული ინსტიტუციური და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა.

მისი თქმით, ქვეყანამ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, კანონის უზენაესობის, ეფექტური მმართველობისა და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რაც არაერთ ავტორიტეტულ რეიტინგში აისახა.  ხაზგასმით აღინიშნა სარეიტინგო კომპანიის, „Moody’s” ბოლო შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პოზიცია, ბოლო 7 წლის მანძილზე პირველად გაუმჯობესდა. აღნიშნულმა სარეიტინგო კომპანიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკაზე, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მდგრად ფისკალურ პოლიტიკასა და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი ნათლად ჩანს საერთაშორისო კვლევების შედეგებში. საქართველოს პოზიცია ღია ბიუჯეტის ინდექსში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ის 102 გამოკვლეულ ქვეყანას შორის 16 პოზიციაზეა და მოექცა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის. ამ მაჩვენებლით საქართველო წინ უსწრებს რეგიონის ყველა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას.

ასევე აღინიშნა, რომ მიღწეული პროგრესის დამატებით მტკიცებულებას უზრუნველყოფს  როგორც სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების ანგარიშები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის ბოლოს. 

„იმავდროულად, აღნიშნული ანგარიშებით გამოვლენილი ფაქტები გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ სისტემური მიდგომა საჯარო ფინანსების მართვის ახალი რეფორმის და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რათა გადაიჭრას დარჩენილი საკითხები და გამოწვევები და შეიქმნას საჯარო ფინანსების მართვის ისეთი სისტემა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაში იქნება. აღნიშნული მიღწევები შესაძლებელი გახდა ევროკავშირის და ჩვენი განვითარების სხვადასხვა პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები