| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პლანეტის 100 უმდიდრესი ადამიანი 2.3 ტრილიონი დოლარის ქონებას ფლობს, ანუ მსოფლიო სიმდიდრის 1-1.3%, - ასეთია ჟურნალი Forbes-ის მონაცემები.
როგორ გამდიდრდნენ ისინი ბრიტანულმა კომპანია Aaron Wallis შეისწავლა. ამ კვლევამ აჩვენა, რომ 100-დან 30-მა მუშაობა საოჯახო ბიზნესში დაიწყო, ან ქონება მემკვიდრეობით მიიღო, 17% საკუთარი საქმის წამოწყებით გამდიდრდა, 53%-მა კი, კარიერა დაქირავებული პირის სტატუსით დაიწყო და დღეს რეიტინგის ლიდერებს შორის არიან.
კვლევისას ექსპერტებმა კიდევ ერთი დასკვნა გააკეთეს, იმ პირებს შორის, ვისაც მემკვიდრეობით არ მიუღია ქონება და გამდიდრდნენ, კარიერა გამყიდველი პოზიციიდან აქვთ დაწყებული. ასეთია 53-დან 10 მილიარდერი, მათ შორისაა უორენ ბაფეტი, რომელიც 10 წლამდე ასაკში საღეჭ რეზინას და „კოკა კოლას“ ბიძის ჯიხურში ყიდულობდა და მეზობლებზე ყიდდა. 10-მა ბიზნესმენი საბირჟო ტრეიდერი იყო, 5 ინჟინერი, ასევე 5 დეველოპერი და 4 ანალიტიკოსი იყო.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ გამყიდველების წარმატება დიდწილად განაპირობა იმანაც, რომ ისინი ადრეულ ასაკში მიხვდენენ, რას ნიშნავს „გარიგება“. ეს ეხება ჯორჯ სოროსაც, რომელმაც სათამაშორების და სუვენირების გაყიდვიდან დაიწყო წარმატებისკენ მიმავალი გზა
კიდევ ერთი საკითხი, რითაც ექსპერტები დაინტერესდნენ არის თუ არა მჭიდრო კავშირი კარგი განათლების მიღება Forbes-ის სიაში მოხვედრას შორის? დასკვნა დადებითია. მილიარდერების ¾ (75-ს 100-დან) კარგი განათლება აქვს მიღებული. შედეგად, ექსპერტები ფიქრობენ, რომ კარგი განათლება ზრდის გამდიდრების შანსს. მაგ, პირებმა, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარებით გამდიდრდნენ ამ კუთხით განათლება აქვთ მიღებული, მაგ. ჯეფ ბეზოსს და ლარი პეიჯს,
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss