ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Fitch -მა საქართველოს რეიტინგი დაუდასტურა და 4.5%-იანი ზრდა ივარაუდა
25 სექტემბერი, 2017, 11:47
Fitch -მა საქართველოს რეიტინგი დაუდასტურა და 4.5%-იანი ზრდა ივარაუდა

თბილისი (GBC) - Fitch - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი დაუდასტურა - საკრედიტო რეიტინგი “BB-“ დონეზეა, პროგნოზით “სტაბილური.

გავლენიანი სააგენტო საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ, 3 წლიან  პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, რომლის ფარგლებში ფონდმა, მთავრობის რეფორმების მხარდასაჭრად,  „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის ფარგლებში გამოყო  201,4 მლნ SDR (დაახლოებით $285 მლნ), ანუ სსფ-ში საქართველოს ქვოტის 100 % -ის ტოლი თანხა.

Fitch-ის შეფასებით, სსფ-ს ახალი პროგრამა გახდება მაკროეკონომიკური პოლიტიკის საწყისი, რაც პოტენციურად გაზრდის ნდობას მთავრობის რეფორმების მიმართ, თუმცა წინა პროგრამის დროს წარმოქმნილი სიძნელეები პოტენციური საფრთხის მანიშნებლად რჩება.

Fitch-ი საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებსაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ წელს ქვეყნის რეალური მშპ საშუალოდ, 4.5%-ით გაიზრდება და ასეთივე ზრდა შენარჩუნდება მომდევნო 2 წლის განმავლობაშიც. ინფლაციის პროგნოზი წელს 5.6%-ია.

სააგენტო აღნიშნავს, რომ საგარეო დაფინანსება ძირითად სისუსტედ რჩება.  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წელს მშპ-ს 13.5% იყო, წელს მოსალოდნელია, რომ 11.3%-მდე შემცირდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები