ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძე: საქართველოს ბანკის  500 მილიონის ევრობონდები ჩემთვის უდიდესი ნდობის ფაქტორია  
25 სექტემბერი, 2017, 12:47
გვენეტაძე: საქართველოს ბანკის  500 მილიონის ევრობონდები ჩემთვის უდიდესი ნდობის ფაქტორია   

თბილისი (GBC) - „საქართველოს ბანკმა გამოუშვა 500 მილიონი ლარის ღირებულების ლარით დენომინირებული ევრობონდები, რაც ჩემთვის უდიდესი ნდობის ფაქტორია; ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ინვესტიცია ლარით - ეს კარგია“, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ Bloomberg -თან ინტერვიუში განაცხადა.

გვენეტაძეს კიდევ ერთხელ მოუხდა ლარის გაცვლით კურსზე საუბარი, აღნიშნა, რომ  საქართველოს მცურავი გაცვლითი კურსი აქვს და ეს პოლიტიკა კარგად ახერხებს შოკების შთანთქმას ისეთ მცირე და ღია ეკონომიკებში, როგორიც საქართველოა.

„საქართველო ეკონომიკური შემცირების გარეშე გაუმკლავდა გლობალურ და რეგიონალურ კრიზისებს“ - განაცხადა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტმა ლარში სესხების წახალისებაზეც ისაუბრა, თქვა, რომ ლარით დენომინირებული სესხების და დეპოზიტების წილი იზრდება. ქართული საბანკო სისტემა კი, არის მაღალი კაპიტალიზაციის მქონე და აქვს ადექვატური ლიკვიდობის ბუფერები; ასევე დაბალია უმოქმედო სესხების დონეც.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები