| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსთავის აზოტის ქარხნის ყოფილი მფლობელი რომან ფიფია ქარხნის რუს ინვესტორებზე გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ თუ ეს სიმართლეს შეესაბამება მაშინ გარიგება უკანონო იქნება.
სააგენტო „პირwელის“კითხვაზე რა სახის ინფორმაციას ფლობს გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ, რომ საქართველოს ბანკსა და რუს ინვესტორებს შორის ქარხნის გადაფორმების პროცესი უკვე მიმდინარეობს, რომან ფიფიამ განაცხადა, რომ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებით, საქართველოს და ლუქსემბურგში სასამართლო დავები მიმდინარეობს და ქარხნის გასხვისების ნებისმიერი ხელშეკრულება კანონიერი ვერ იქნება.
„ამ ეტაპზე მე ვაწარმოებ დავას ლუქსემბურგში, რუსული კომპანია “SISTEMA” და ლუქსემბურგში მის შვილობილ კომერციულ ბანკ “EAST WEST UNITED BANK”-ის წინააღმდეგ. “SISTEMA”-მ კორპორატიული რეიდერობით სცადა რუსთავის აზოტის ხელში ჩაგდება და ხელოვნურად ჩაშლა უპრეცენდენტო მასშტაბის EBRD-ს ფინანსირება, რაც მოიცავდა არსებული სესხების რეფინანსირებას და "რუსთავის აზოტის" საწარმოო სიმძლავრეების გაორმაგებას. ამ პროექტით რუსთავის აზოტის საექსპორტო პოტენციალი იზრდებოდა ორჯერ და რუსთავში დამატებით იქმნებოდა 300 სამუშაო ადგილი. ამ გარემოების გათვალისწინებით ინფორმაცია იმის შესახებ რომ რუსთვის აზოტი დღეს იყიდება არ მგონია რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს, ვინაიდან არცერთი ინვესტორი არ შეიძენს აქტივს, რომელიც არის მრავალმხრივი დავის საგანი. ხოლო თუ ეს სიმართლეა, მაშინ ჩემი აზრით საქმე გვაქვს უკანონო გარიგებასთან“-აღნიშნავს რომან ფიფია.
ფიფიას განმარტებით, საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია „SISTEMA” - სა და BGEO -ს შორის არსებული დავა. დავის საგანი, “საქართველოს ბანკის” ინიციატივით მოწყობილი აუქციონის შედეგებია , რომლის მიხედვით რუსთვის აზოტის ქარხნის აქტივები შეიძინა კომპანია “EU Investments”-მა, რომელმაც დაახლოებით 100 მილიონი დოლარი მიიღო . “საქართველოს ბანკი”-ს ძირითადi აქციონერი BGEO GROUP”-საგან.
„მე ასევე განვიხილავ დავის დაწყებას სხვა იურისდიქციებში და არ გამოვრიცხავ, რომ დავაში ჩაერთვებიან, ამ უდიდესი მაქინაციის სხვა, ახალი ფიგურანტები. ნებისმიერ შემთხვევაში ამგვარი ინვესტორი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და მე მოვუწოდებ ყველა შესაძლო მხარეს დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და არ გახდნენ უკანონო გარიგების მონაწილეები“- აღნიშნავს აზოტის ქარხნის ყოფილი მფლობელი.
საგენტოს კთხვაზე ასეთ რეზონანსულ საქმეზე, რატომ აქამდე არ გააკეთა მან განცხადება?- ფიფიამ განმარტა, რომ მან სასამრთლოს გზით ბრძოლა აირჩია და თავის სიმართლეს სასამრთლოში დაამტკიცებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss