ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა
26 სექტემბერი, 2017, 13:45
მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა

თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობის შემუშავებაზე განაცხადა.  

პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ამ გზით საქართველო შეძლებს მეტი კერძო კომპანიის ჩართვას ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის პროცესში. 

„იმისათვის, რომ ჩვენ მაღალი რეპუტაციის და ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშეების მოზიდვა შევძლოთ ქვეყანაში, რათა ისინი არა მხოლოდ კონტრაქტორებად, არამედ ინვესტორებად შემოვიდნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გვჭირდება საერთაშორისო სტანდარტების კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა. ეს, ერთი მხრივ გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხს; მეორეს მხრივ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველს გახდის კერძო კომპანიებისთვის და მესამე მხრივ, ეს არის მნიშვნელოვანი განტვირთვა სახელმწიფო სუვერენული ბალანსის, ანუ საბიუჯეტო ხარჯების კუთხით. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ უფრო დიდი მასშტაბის პროექტების განხორციელებისთვის განვტვირთოთ სახელმწიფო ბიუჯეტი და მაქსიმალურად ჩავრთოთ კერძო კომპანიები ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. 

კანონპროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამონაწილეობითა და ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით შემუშავდა. ის დასამტკიცებლად პარლამენტს გაეგზავნება. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები