ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი მოქალაქეებს აფრთხილებს
26 სექტემბერი, 2017, 17:03
სებ-ი მოქალაქეებს აფრთხილებს

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ინტერნეტ სივრცეში - http://ubani.ge/ გავრცელებულ შეთავაზებაზე აფრთხილებს.

ბანკის ცნობით, გავრცელდა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განცხადება, რომელზეც დატანილია მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.  კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არც კორპორატიული ობლიგაციები არ არის უზრუნველყოფილი არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით

"შეგახსენებთ რომ: 1.ეროვნული ბანკის, ან რომელიმე სხვა უწყების მიერ, არ ხდება ფასიანი ქაღალდის სერტიფიცირება, ან რამე სხვა ფორმით მისი ხარისხის შეფასება;

2.ეროვნული ბანკი ახდენს მხოლოდ პროსპექტის ფორმის შესაბამისობაში მოყვანას კანონის მოთხოვნასთან და არ არის პასუხისმგებელი მის შინაარსზე; ამასვე მიუთითებს კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: "საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის, ან აქ აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ"

3.ეროვნული ბანკის მიერ არ ხდება ემიტენტისათვის რაიმე რისკის დაზღვევა, ან ნომინალის განსაზღვრა;

4.ზემოაღნიშნულ განცხადებაში მითითებული ფასიანი ქაღალდი, ემისიის პროსპექტის თანახმად, წარმოადგენს არაუზრუნველყოფილ ვალდებულებას.

"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ემიტენტი ვალდებულია პოტენციურ ინვესტორს წარუდგინოს დამტკიცებული ემისიის საბოლოო პროსპექტი და არა სხვა დოკუმენტი. გარდა ამისა, "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ფასიანი ქაღალდების შესახებ რეკლამის გავრცელებისას დაუშვებელია ემისიის პროსპექტში აღნიშნულის გარდა რაიმე სხვა ინფორმაციის გავრცელება;

ხარვეზების გამოსწორებისა და ინვესტორთა ინფორმირების მიზნით, ეროვნული ბანკი იმოქმედებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში. 

სებ-ი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირებული თანხის ძირისა და პროცენტის გადახდა დამოკიდებულია კომპანიის გადახდისუნარიანობაზე.

გარდა ამისა, ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა ნაწილობრივ, ან სრულად დაკარგოს საბაზრო ღირებულება. ამიტომ, ასეთ ინსტრუმენტებში ფულის დაბანდება ინვესტორის პირად რისკთან არის დაკავშირებული და შესაბამის სიფრთხილესა და ანალიზს საჭიროებს.

დამატებით იხილეთ:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3193
https://www.nbg.gov.ge//index.php?m=340&newsid=3166

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები