| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დასრულების ეტაპზე გადავიდა.
საქართველოს მონაკვეთზე შესრულებულ სამუშაოებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია თურქისტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანსა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნობა. ისინი ახალი სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით თბილისიდან კარწახამდე მატარებლით მგზავრობენ.
ეკონომიკის სამინისტროს ამ დროისთვის შესრულებულია რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის დაახლოებით, 70%. მათ შორის, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და ძირითადად მიმდინარეობს სადგურების მოწყობისა და სხვა ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები.
ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, მოხდა მარაბდა-კარწახის 180 კმ სიგრძის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა. პროექტი შედგება - მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტუქციო სარეაბილიტაციო უბნისგან საექსპლუატაციო სიგრძით 153 კმ და ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის საზღვარი) - 27 კმ სიგრძის ახალი სამშენებლო უბნისგან.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ შეიქმნება ევროპა-აზიის ახალი დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტი.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს არის პროექტი, რომელმაც სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით რეგიონი უნდა აქციოს სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss