| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები დადებითად არის შეფასებული, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
ნინო ჯავახაძემ ADB-ის მიერ საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა შეაფასა, აღნიშნა, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს რეგიონის რიგ ქვეყნებს.
„ამ საპროგნოზო მაჩვენებლის ძირითად მიზეზებად დასახელებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდილი დაფინანსება, ასევე გაზრდილი ტურისტული ნაკადები, ფულადი გზავნილები და ექსპორტის გაუმჯობესებული მაჩვენებლები. ზოგადად ანგარიშის მიხედვით საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები დადებითად არის შეფასებული. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესად გაუმკლავდა საგარეო შოკს და ეს არის სწორი პოლიტიკისა და მცურავი გაცვლითი კურსის დამსახურება’’, - განაცხადა ჯავახაძემ.
შეგახსენებთ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ანგარიშის მიხედვით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით გაიზრდება, ხოლო 2018 წლისთვის ზრდის ტემპები 4.5%-მდე დაჩქარდება. აზიის განვითარების ბანკის წინა პროგნოზი წელს 3.8% იყო, 2018 წლისთვის კი - 4.5%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss