| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აგვისტოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი საქართველოში გაიზარდა, თურქეთში შემცირდა.
G&T-ის ცნობით, 2017 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი საქართველოში წლიურად 9.0%-ით გაიზარდა და კვტ.სთ.-ზე 4.7 აშშ ცენტი შეადგინა. საბაზრო ფასი თურქეთში წლიურად 11.1%-ით შემცირდა და კვტ.სთ.-ზე 5.1 აშშ ცენტს გაუტოლდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბალანსო ბაზარზე ჯამური მიწოდებული ელექტროენერგიის 16.3% ივაჭრებოდა, დანარჩენი ვაჭრობა კი ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა.
"ექსპორტის საშუალო ფასი აგვისტოში წლიურად 5.5%-ით შემცირდა, ხოლო ივლისის თვის საშუალო ექსპორტის ფასთან შედარებით (კვტ.სთ.-ზე 3.3 აშშ ცენტი) 36.2%-ით გაიზარდა. თვიური ზრდა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ აგვისტოში რუსეთში დაბალფასიანი ექსპორტის წილი თითქმის ნულამდე დავიდა, ივლისის თვეში 34.4%-იდან", - აღნიშნავენ G&T-ის ექსპერტები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss