ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპარტნიორო ფონდმა სსფ-სთან ექსპორტის სააგენტოს შექმნისთვის ტექნიკური დეტალები განიხილა
29 სექტემბერი, 2017, 16:39
საპარტნიორო ფონდმა სსფ-სთან ექსპორტის სააგენტოს შექმნისთვის ტექნიკური დეტალები განიხილა

თბილისი (GBC) -  საპარტნიორო ფონდის პროექტები და სამომავლო გეგმები ფონდის მენეჯმენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას გააცნო.

ფონდის ცნობით, სამუშაო შეხვედრას სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი მერსედეს- ვერა მარტინი და სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ჩამოყალიბების საკითხზე, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიის სახით შეიქმნება და იფუნქციონირებს. განიხილეს სააგენტოს შექმნისთვის აუცილებელი ტექნიკური დეტალები და ის საერთაშორისო კრიტერიუმები, რომლებსაც ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო უნდა აკმაყოფილებდეს.

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. თავის მხრივ სავალუტო ფონდის მისიამ მადლობა გადაუხადა „საპარტნიორო ფონდს“ რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათი რჩევები ფონდის ეფექტიან საქმიანობას ხელს შეუწყობს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყანაში ფისკალური გამჭირვალობის მიმართულებით ანგარიში გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ფისკალური გამჭირვალობის გაუმჯობესების მხრივ.

აღსანიშნავია, რომ სსფ- ს ანგარიშის განხილვისას, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედი მისიის დირექტორმა მერსედეს ვერა მარტინმა კითხვაზე - რჩება თუ არა ფისკალურ რისკად „საპარტნიორო ფონდი", აღნიშნა, რომ დღეს მსგავს საფრთხეს და რისკს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვერ ხედავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი გაგრძელდება, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანი მართვა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები