ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა
29 სექტემბერი, 2017, 17:07
საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა

თბილისი (GBC) - საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა.

დეფიციტმა 276.2 მლნ აშშ დოლარი (668.1 მლნ ლარი), II კვარტალის მშპ-ს 7.4 პროცენტი). I კვარტალში დეფიციტი 377 მლნ აშშ დოლარი, 981.2 მლნ ლარი, მშპ-ს 11.8 % იყო, შარშან მეორე კვარტალში 1.1 მლრდ ლარი და მეორე კვარტალის მშპ-ს 13.4 %.

ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2017 წლის მეორე კვარტალში წლიურად 12.7 პროცენტით შემცირდა და 858.3 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი) შეადგინა. მეორე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 25.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3.4 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითმა  ბალანსმა (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ გაანეიტრალა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდო. 2017 წლის მეორე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 20.1 პროცენტით,  ხოლო იმპორტი 4.5 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 27.8 პროცენტით გაიზარდა და  658.7 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 4.0 პროცენტით გაიზარდა  და 2017 წლის მეორე კვარტალში 347.2 მლნ აშშ დოლარი (839.9 მლნ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, სამთავრობო სექტორის ტრანსფერები შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეორე  კვარტალში 289.3 მლნ აშშ დოლარი (699.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 7.7 პროცენტია. მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები