| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პრემიერი ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო პროექტების კრიტიკას გაკოტრებული პოლიტიკოსების უსინდისო ტყუილებს უწოდებს.
საკითხზე კომენტარი გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის თემაზე გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერის პროექტებით 20 ათასი ადამიანი საქმდება თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში.
"680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია, ეს 1.5 მილიარდ ლარზე მეტია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი, რადგან ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან გუნდის წევრებს სიმართლის თამამად თქმისკენ მოუწოდა.
"ჯერ იყო და, თითქოს ვიყავით პრორუსები, ვერავინ დააჯერეს, რადგან ყველაზე დიდი წარმატება, რაც ამ მთავრობას ჰქონდა, არის პროდასავლურ მიმართულებაზე, ასოცირების შეთანხმებით დაწყებული თავისუფალი ვაჭრობით და შემდეგ ვიზალიბერალიზაციით დამთავრებული, ეს წარმატება გრძელდება. აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გვაქვს და ამ ქვეყანასთან ურთიერთობა ასეთი ინტენსიური არასოდეს ყოფილა. დღეს გაკოტრდნენ და ვეღარაფერი გაუკეთებიათ, რაღაცით ხომ უნდა მიიპყრონ ყურადღება და მოიგონეს ეს ორი უსინდისო ტყუილი, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა ამას ხედავს. ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან , როდესაც შენ მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა, " - განაცხადა პრემიერმა.
ის ამბობს, რომ საქართველოს ეს ინვესტიციები სჭირდება - რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია? მე მგონი, ეს არასწორია".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss