ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძემ  ფინანსური პირამიდების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი წარადგინა
4 ოქტომბერი, 2017, 13:22
კობა გვენეტაძემ  ფინანსური პირამიდების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი წარადგინა

თბილისი (GBC) - დანაზოგების არაგონივრულად დაბანდებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ  საზოგადოებას ფინანსური პირამიდების შესახებ საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლი და ბროშურები წარუდგინა.

საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლი და ბროშურა, რომელიც სებ-მა  „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ (SBFIC) მხარდაჭერით განავითარა, საზოგადოებას გააცნობს, თუ რას ნიშნავს ფინანსური პირამიდა, რა რისკები უკავშირდება საკუთარი თანხების არაგონივრულად დაბანდებას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მაღალრისკიანი, პირამიდული სქემები და ავირიდოთ თავიდან ფინანსური საფრთხეები.

სებ-ში აღნიშნავენ, რომ ფინანსური რისკები და მათგან თავის დაცვა, დაზოგვა და ფულის გონივრული მართვა, მათ მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტული სასწავლო საკითხებია.

შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პერზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გონივრული დაზოგვის, თაღლითური სქემების, ფინანსური რისკებისა და საზოგადოებაში ფინანსური განათლების ამაღლების საკითხებზე.

„გვსურს მოსახლეობას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას მისცემს სწორად შეაფასონ ფულის ამა თუ იმ ფორმით დაბანდებასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები, დასვან რაც შეიძლება მეტი შეკითხვა, და კრიტიკულად და პასუხისმგებლობით მიუდგნენ ნებისმიერ ფინანსურ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, ამ გზით დავეხმარებით მოსახლეობას გრძელვადიან პერსპექტივაში მიაღწიოს ფინანსურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფინანსური პირამიდების შესახებ შექმნილი ვიდეორგოლი", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ქვეყნის მთავარმა ბანკირმა აღნიშნა, რომ  2018 წელი იქნება ფინანსური განათლების წელი, მაღალი საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობებით.

"გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ამ მართლაც ეროვნულ საქმეში მექნება მხარდაჭერა როგორც საფინანსო სექტორის, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მედიის მხრიდანაც“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ვიდეო: 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები