ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ეკონომიკის სამინისტრო დიდი ალბათობით ორთაჭალაში განთავსდება
5 ოქტომბერი, 2017, 18:22
ეკონომიკის სამინისტრო დიდი ალბათობით ორთაჭალაში განთავსდება

თბილისი (GBC) - ეკონომიკის სამინისტრო დიდი ალბათობით ორთაჭალაში განთავსდება - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. 

გიორგი გახარია ამბობს, რომ გადაწყვეტილება სამთავრობო უწყებების საქმიანობის ეფექტიანობა გაზრდის. 

„ორთაჭალაში არის სახელმწიფო უწყებების გარკვეული რაოდენობა თავმოყრილი. სამთავრობო ქალაქის აშენებაზე კი არ იყო საუბარი, საუბარი იყო იმაზე, რომ ეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, თუ ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა სჭირდება, იქნებ მოვახერხოთ, რომ ამ უწყებებთან უფრო ახლოს იყოს. როდესაც მე და ჩემს უწყებას გვაქვს არჩევანის გაკეთების საშუალება, ჩვენ ეს არჩევანი გავაკეთეთ და გაცნობებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო, დიდი ალბათობით, იქნება ორთაჭალაში,“ - ციტირებს "რუსთავი 2" გიორგი გახარიას.

 როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ გახარიამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ეკონომიკის სამინისტრო ოფისის შეცვლას გეგმავს. 

სამინისტრო უკვე მეორე წელია ბელინსკიზე ნაქირავებ ოფისშია, რაც 2016-2017 წლებში 1.5 მლნ დოლარი დაუჯდება. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები