ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართული და ყაზახური ავიაკომპანიები ზიარი კოდებით ისარგებლებენ
9 ოქტომბერი, 2017, 17:25
ქართული და ყაზახური ავიაკომპანიები ზიარი კოდებით ისარგებლებენ

თბილისი (GBC) - ქართული და ყაზახური ავიაკომპანიები გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას ე.წ. „ზიარი კოდების“ გამოყენებით შეძლებენ, - ორი ქვეყნის საავიაციო უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი უზრუნველყოფს. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით,  მემორანდუმის თანახმად, ორი ქვეყნის დანიშნულების პუნქტებთან (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ასტანა, ალმა-ატა, აქტაუ) მიმართებაში კოდების ერთობლივი გამოყენება შესაძლებელი იქნება მესამე ქვეყნების ავიასაწარმოებთანაც.

"მემორანდუმი გააუმჯობესებს ავიაკომპანიების კომერციულ შესაძლებლობებს ერთმანეთის საავიაციო ბაზრებზე და შეამცირებს მათ ოპერაციულ ხარჯებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის საავიაციო მიმოსვლის შემდგომ ზრდას", - მიიჩნევენ საგენტოში. 

საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის საავიაციო მიმოსვლას ამჟამად ავიაკომპანიები Georgian Airways,  Air Astana და SCAT  ასრულებენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები