ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღესასწაული აღნიშნა
10 ოქტომბერი, 2017, 17:38
საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღესასწაული აღნიშნა

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღესასწაული აღნიშნა.

კომპანიამ საზეიმო საღამოზე, წლის გამორჩეული თანამშრომლები  ხაშურის სავაგონო დეპოში დააჯილდოვა.

"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, რკინიგზელებისათვის, ღონისძიებაზე გასამგზავრებლად, დაინიშნა და შესრულდა სპეციალური რეისი-Stadler Kiss-ის მატარებლით. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სადღესასწაულოდ მოწყობილ გარემოში დაეთვალიერებინათ  ახალი ტექნიკა,  გაცნობოდნენ რკინიგზის მუზეუმში დაცულ უძველეს ნივთებს  და მოესმინათ საუკეთესო „რკინიგზული“ ბენდისთვის.

 «საპატიო რკინიგზელი», «თავდადებული რკინიგზელი», «საიმედო მემანქანე», «რკინიგზის ვეტერანი», «ინოვატორი რკინიგზელი», «საუკეთესო მენეჯერი», «ყველაზე პროდუქტიული რკინიგზელი», «საუკეთესო კოლეგა», «ყველაზე ოპერატიული რკინიგზელი», «სამაგალითო რკინიგზელი დედა», «სანიმუშო რკინიგზელი», «საუკეთესო გუნდი», «მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველი» და «წლის საუკეთესო პროფესია»-ეს ის 14 ნომინაციაა, რომლის მიხედვითაც  125  გამორჩეული რკინიგზელი გამოვლინდა.

გამარჯვებულებს,  ფულადი პრემიები და ფასიანი საჩუქრები სიგელებთან ერთად, სს „საქართველოს რკინიგზის“   გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და ფილიალების დირექტორებმა გადასცეს.

 „ძვირფასო რკინიგზელებო, გილოცავთ რკინიგზელთა დღეს! მადლიერებას და ღრმა პატივისცემას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიერ შეტანილი წვლილისათვის ჩვენი კომპანიის განვითარების გზაზე! დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით წინ ბევრი წარმატება გველის,“ - განაცხადა  ღონისძიების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე  სს „ საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები