ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელობას შეხვდა
11 ოქტომბერი, 2017, 19:00
დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელობას შეხვდა

თბილისი (GBC) - აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ხელმძღვანელს, ჯონათან ნეშს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობაზე საქართველოში. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც აღნიშნული კორპორაცია უწევს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების კუთხით, განსაკუთრებით პრიორიტეტული - განათლების რეფორმის მიმართულებით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელობას გაწეული მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლების სფერო და მისი გაუმჯობესება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ მეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოს 140 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო, რომელი განათლების სფეროს განვითარებისთვისაა განკუთვნილი. გრანტის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს 100-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგების და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება. აგრეთვე, ადგილობრივი ეკონომიკისათვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდების უზრუნველყოფა და მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების პროგრამების დანერგვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში (STEM).

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა იმ გარემოება, რომ კორპორაციასთან თანამშრომლობის მეორე კომპაქტის მიხედვით, საქართველოში შესაძლებელია ამერიკული განათლების მიღება. საუბარია სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების საქართველოში დანერგვაზე, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტი საქართველოში იღებს იმავე მაღალი ხარისხის ცოდნას, როგორც მიიღებდა სან-დიეგოს უნივერსიტეტში, თუმცა ბევრად ნაკლებ ფასად.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის სამომავლოდ გაგრძელდება და უფრო მეტად ნაყოფიერი და ორმხრივად ხელსაყრელი გახდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები