| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამა და მისი მიმდინარეობა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებლის მოადგილე ტაო ჟანგთან საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
შეხვედრას, ასევე დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში მისი ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას.
ქუმსიშვილმა აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას და მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მაკროეკონომიკური პარამეტრები, აგრეთვე სამომავლო პროგრამები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss