ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძე: მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია დამატებითი ინვესტიციებისთვის
13 ოქტომბერი, 2017, 15:42
კობა გვენეტაძე: მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია დამატებითი ინვესტიციებისთვის

თბილისი (GBC) - აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა  საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამა და მისი მიმდინარეობა სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ტაო ჟანგთან განიხილეს.

"განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც განხორციელდა ამ ეტაპზე. ამავე დროს ვისაუბრეთ შემდეგი მიმოხილვის მაჩვენებლებზე და იმ რეფორმების მიმართულებებზე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს პროგრამაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მენეჯმენტის მიერ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროგრამა საკმაოდ წარმატებულად დაიწყო და ის უკვე არის იმ დადებითი გზავნილების საფუძველი, რომელსაც იღებენ საერთაშორისო ინვესტორები საქართველოში. ასევე ხაზი გაესვა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია, უნდა შენარჩუნდეს რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება დამატებითი ინვესტიციებისთვის ქვეყანაში", -განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, აგრეთვე დონორებისა და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები