ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუმსიშვილი: რეგიონული განვითარების პროექტებს განათლებისა და ინოვაციების კომპონენტები დაემატება
14 ოქტომბერი, 2017, 15:00
ქუმსიშვილი: რეგიონული განვითარების პროექტებს განათლებისა და ინოვაციების კომპონენტები დაემატება

თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკთან განვლილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების საკითხები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერთან და მის გუნდთან შეხვედრისას.

 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა როგორც საქართველოს ინსტიტუციური განვითარების, ასევე ქვეყნის კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2018 წელს საქართველოს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შეთანხმება ექნება, რომლითაც ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრება.

„აქამდე ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის, რეგიონული განვითარების პროექტები, რომელთაც აუცილებლად გავაგრძელებთ. თუმცა მათ აუცილებლად დაემატება განათლებისა და ინოვაციების კომპონენტები,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ ჰეემსკერკი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი და სხვა ოფიციალური პირები.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები