ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთი ბანკი გაიყიდა, მფლობელი EFG გახდა
16 ოქტომბერი, 2017, 10:53
ლიბერთი ბანკი გაიყიდა, მფლობელი EFG გახდა

თბილისი (GBC) -  ლიბერთი ბანკი გაიყიდა.

აქციათა 74.64%-იანი წილი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-მ (EFG) შეიძინა. 

ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

"ეს გარიგება ბანკის სტრატეგიული განვითარებისა და მომავალი ზრდისთვის პოზიტიური შედეგის მომტანია, რადგან „EFG“-ის მფლობელები არიან წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში დიდი ოდენობის აქტივებს ფლობენ და მართავენ; მათ გააჩნიათ საქართველოს ბიზნეს სექტორის და განსაკუთრებით საბანკო სექტორის სიღრმისეული ცოდნა", - აცხადებს ბანკის მენეჯმენტი და ელოდება, რომ  ბანკი ზრდას და განვითარებას გააგრძელებს ახალ აქციონერებთან ერთად, საკუთარი კლიენტებისა და საქართველოს საბანკო სექტორის უკეთესად მომსახურებისთვის.

აღსანიშნავია, რომ 13 ოქტომბერს ლიბერთი ბანკის აქციებზე მსხვილი გარიგებაც დაფიქსირდა. 

არასაბირჟო გარიგებით, ბანკის 3,201,321,628 აქცია გასხვისდა, რაც ბანკის 58.18%-ია. გარიგების ღირებულებამ  83,170,335.90 ლარი შეადგინა. 

გარიგების შედეგად, თითო აქციაში  0.02598 ლარი გადაიხადეს. შედეგად, ბანკის  საბაზრო კაპიტალიზაცია 233,846 მლნ ლარია. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები