ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კურორტ გოდერძიზე   შიდა გზის მოწყობა უკვე დასრულდა
16 ოქტომბერი, 2017, 11:51
კურორტ გოდერძიზე   შიდა გზის მოწყობა უკვე დასრულდა

თბილისი (GBC) - კურორტ "გოდერძი"-ზე დაახლოებით 2 კილომეტრი შიდა გზის მოწყობა უკვე დასრულდა.

აჭარის მთავრობის ცნობით, 1761 მეტრი სიგრძის სრულიად ახალი შიდა გზის მოწყობა კურორტის განვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში განხორციელდა. ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს.

1761 მეტრზე გარე განათების ბოძები დამონტაჟდა და სანიაღვრე არხები მოეწყო. ასევე კურორტზე უკვე არსებული 500 მეტრიანი გზის მონაკვეთზე განათების ბოძების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

საინვესტიციო პროექტების დასრულების შემდეგ აღნიშნული გზის მონაკვეთის მოშანდაგება და ბეტონის საფარით დაფარვაა დაგეგმილი.

პროექტისთვის შპს „გოდერძი რიზორტის“ ბიუჯეტიდან 2 049 000 ლარი დაიხარჯა.

პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან, დამატებით ახალი შიდა გზის 1300 მეტრიანი მონაკვეთის მოწყობა დაიწყება, რომელიც ასევე სანიაღვრე არხების, განათების ბოძებისა და ბორდიურების გაკეთებას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები