ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კოვზანაძე: 4.5% -იანი ზრდის შენარჩუნება კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის
16 ოქტომბერი, 2017, 22:06
კოვზანაძე: 4.5% -იანი ზრდის შენარჩუნება კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის
თბილისი (GBC)- 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელ სხდომაზე განიხილა და დასკვნასთან ერთად იგი მთავრობას გადაეგზავნება. „2018 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომელზეც მუშაობას ეხლა ვასრულებთ, ითვალისწინებს მთლიანი შიგა პროდუქტის 4,5%-იან ზრდას და გადააჭარბებს 40 მილიარდ 400 მილიონ ლარს. გარდა ამისა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გათვალისწინებულია 12 მილიარდ 349 მილიონი ლარის ოდენობით. 2018 წელს სახელმწიფო 950 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს, ვიდრე 2017 წელს იხარჯება. მნიშვნელოვნად იზრდება რეგიონული განვითარების სამინისტროს ასიგნებები. ერთ-ერთი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე იზრდება განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების დაფინანსება. ამ თვალსაზრისით პრიორიტეტები უცვლელია, რაც გვქონდა 2017 წელს. რაც შეეხება მშპ-ს ზრდას, რაც არის 4.5% - ეს არის ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი ამ ეტაპისთვის ჩვენს რეგიონში არსებული სხვა ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ამ მაჩვენებლის შენარჩუნება კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. აგრეთვე მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის საერთაშორისო სტანდარტებთან ახლოს არის და შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან“ - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები